რუსეთი უპასუხებს იმ საფრთხის შესაბამისად, რომელიც კიევმა შეუქმნა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას - რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

მკაცრად ვგმობთ 3 მაისის ღამეს, კრემლის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობებს უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მომხდარში "კიევის რეჟიმს" ადანაშაულებს. 

"უდავოა, რომ ამის უკან კიევის რეჟიმი დგას, რომელიც დიდი ხანია, შეგნებულად უჭერს მხარს და იყენებს ტერორისტულ მეთოდებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ყირიმის ხიდის ნგრევა 2022 წლის 8 ოქტომბერს, თავდასხმები არასამხედრო ობიექტებზე ბრიანსკის, ბელგოროდისა და როსტოვის რაიონებში, მრავალი დივერსია, ახლა მოსკოვი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერორისტული და დივერსიული მოქმედებები უპრეცედენტო იმპულსს იძენს." აცხადებს საგარეო.

მათივე განცხადებით, "დანაშაულს ამძიმებს" ის ფაქტი, რომ კრემლი არის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენცია, ხოლო "ნეონაცისტური უკრაინის ხელისუფლების ქმედებების განსაკუთრებული ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაა"

რუსეთის საგარეო აღნიშნავს, რომ ფაქტი 9 მაისის აღლუმის წინ მოხდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლაში, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე".

ლავროვის უწყება იმუქრება, რომ  "ასეთი დანაშაულები არ დარჩება უპასუხოდ" და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე -"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა დამნაშავე დადგინდება და მათ მძიმე და გარდაუვალი სასჯელი ელის".

"კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის მშვიდობისა და კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების სურვილის არქონას. აშკარაა ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნისა და ამოცანის მიღწევის აუცილებლობა. საფრთხეები და ტერორისტული აქტები არ უნდა მოდიოდეს უკრაინის ტერიტორიიდან." აცხადებს საგარეო.

რუსეთი დასავლეთსაც სდებს ბრალს:

"მსოფლიო საზოგადოებისთვის დიდი ხანია საიდუმლო არ არის, რომ კიევის რეჟიმს მხარს უჭერენ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მას აწვდიან იარაღს, სადაზვერვო მონაცემებს, ამზადებენ მის ბოევიკებს და მიუთითებენ მათ სამიზნეებზე. „კოლექტიური დასავლეთის“ დუმილი მოწმობს კიევის ნეონაცისტური და ექსტრემისტული რეჟიმის ტერორისტული მეთოდებისადმი მის გატაცებაზე." აცხადებს რუსეთი.

ლავროვის სამინისტრო მსოფლიო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაგმონ
"კიევის რეჟიმის ახალი დანაშაულებრივი ხრიკი". 

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები ტერორისტული აქტების ამაზრზენი მცდელობების წინააღმდეგ. რუსეთი უპასუხებს იმ საფრთხის შესაბამისად, რომელიც კიევმა შეუქმნა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას" აცხადებს რუსეთის საგარეო.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა იყო. აგრესორი ქვეყანა მომხდარში უკრაინას სდებს ბრალს. უკვე დღეს პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან, აშშ დგას
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი