კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან, აშშ დგას - პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლის რეზიდენციაზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა და ამ თავდასხმის უკან აშშ დგას. 

„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი უკვე აკეთებს იმას, რასაც მას ეუბნებიან, რომ გააკეთოს“, - თქვა პესკოვმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კრემლზე თავდასხმის ვერსიის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა

უკრაინა რუსეთის ბრალდებებს უარყოფს. ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ: "ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს", - თქვა ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი თქვა: "კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შევხედავდი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი