
"მანახა ადგილი, სადაც დაარტყა თავი. არის უმძიმეს მდგომარეობაში და არ უტარდება არანაირი ისეთი მკურნალობა, რომელიც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს" - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის მორიგ ეპიზოდთან დაკავშირებით, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს აქვს შესაბამისი კადრები და შეუძლიათ გაასაჯაროონ
"მომიყვა ის ფაქტი, რაც მოხდა. მანახა ის მაგიდა, რაზეც ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდა არის. ამ მაგიდას აქვს რკინის კონსტრუქცია. მანახა ადგილი, სადაც დაარტყა თავი. არის უმძიმეს მდგომარეობაში და რაც მთავარია, მას არ უტარდება არანაირი ისეთი მკურნალობა, რომელიც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ვიზუალური დაზიანება მას აღენიშნება ზოგადად, მაგრამ მე ექსპერტი არ ვარ და ვერ განვსაზღვრავ, რა ხარისხია და როგორ არის.
პენიტენციურ სამსახურს აქვს კადრები და არაერთხელ მინისტრი გამოსულა და ყოველგვარი კანონების დაცვის გარეშე აჟღერებ და უშვებს ამ კადრებს. ადგეს და გაასაჯაროოს ეს" თქვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, გუშინ მან ორჯერ დაკარგა გონება და თავი დაარტყა რკინის მაგიდას, რასაც უარყოფს "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი. ჩხაიძის თქმით, "ლუქს" პალატაში რკინის მაგიდა არ დგას. დღეს მესამე პრეზიდენტმა ამ თემაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადა ის ასევე ითხოვს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას.