
სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, სერბეთმა გადაწყვიტა, იარაღზე კონტროლი გაამკაცროს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის მფლობელებს მოუწოდებს, სიფრთხილით შეინახონ იარაღი, რათა ბავშვებისთვის მიუწვდომელი იყოს.
"სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იარაღის მფლობელებს, შეინახონ იარაღი სიფრთხილით, სეიფებში ან კარადებში ჩაკეტონ, რათა მიუწვდომელი იყოს სხვებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სერბეთის პოლიცია იარაღის რეგისტრირებული მფლობელების სახლებში შემოწმებებს ჩაატარებს, რათა იარაღის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის წესები უზრუნველყოს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, პირს ბრალიც წაუყენონ.
ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა იარაღის ახალი ლიცენზიების გაცემაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე 8 მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, 14 წლის მოსწავლე დააკავა.