
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შეიარაღებული პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რვა ადამიანის მკვლელობაში ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებებში ასობით სპეცრაზმელი მონაწილეობდა.
ეჭვმიტანილი 21 წლის კაცია. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში სროლის მოტივს ამ დრომდე არ ასახელებენ.
ცნობისთვის, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სერბეთში რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მოქალაქეებს ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნა.
ვრცლად: