
"ვაგნერის დაჯგუფების" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დააანონსა, რომ მისი კერძო სამხედრო კომპანია 10 მაისს დატოვებს უკრაინის ქალაქ ბახმუტს. ის მიზეზად საკმარისი საბრძოლო მასალის არ ქონას ასახელებს.
პრიგოჟინი ამბობს, რომ მასალიას გარეშე მისი მებრძოლები განწირულნი არიან სიკვდილისთვის.
"მე ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, უზენაეს მთავარსარდალსა და რუს ხალხს, ვაგნერის მებრძოლების სახელით, ვაგნერის სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით ბახმუტის დასახლებიდან პოზიციები გადავიტანოთ და შევუერთდეთ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს. მე გამოვიყვან "ვაგნერის დანაყოფებს", რადგან საბრძოლო მასალის გარეშე ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის,"- აღნიშნა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინმა აქამდეც არაერთხელ გაავრცელა ცნობა, რომ საკუთარ დაქირავებულებს ე.წ. ვაგნერელებს გამოიყვანდა ბახმუტიდან, ვინაიდან მათ არასაკმარისი საბრძოლო მასალა აქვთ. ამასთან დაკავშირებით კრემლში კითხვებიც დასვა, თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და თქვა, რომ "სპეციალური ოპერაციის" [ასე უწოდებს უკრაინაში დაწყებულ ომს პუტინი] მიზნებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებდა.
ამავე თემაზე: