იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ჩემპიონობის აღნიშვნისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, გასროლა გამიზნული იყო თუ შემთხვევითი.
მათივე ცნობით, ფეიერვერკებით მიყენებული დაზიანებებით კიდევ ექვსი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაპოლი" სერია A-ს ჩემპიონი გახდა. გუნდმა ჩემპიონობა 33 წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამედ მოიპოვა, რაც ნეაპოლის ქუჩებში ათასობით ადამიანმა აღნიშნა.