გორის მერი შვებულებიდან დაბრუნდა - მოჭიდავე ხინჩეგაშვილმა ამჯერად ევროტური მოიწყო. "მთავარ არხთან" საუბარში ის ამბობს, რომ მოიარა ევროპის 5 ქვეყანა და დაესწრო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს.
ხინჩეგაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა ისიც, რომ ზაფხულში ამერიკელი მოჭიდავეები ჩამოვლენ, რომლებსაც მასტერკლასს ჩაუტარებს
"5 ქვეყანაში ვიმყოფებოდი, ყველაფერი გაინტერესებთ? ჩემ ქალაქში როცა სპორტსმენები, განსაკუთრებით მოჭიდავეები ჩამოდიან, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებ და თუ შემიძლია რამე რჩევა მივცე ნებისმიერ სპორტსმენს, ვურჩევ... შვებულება ავიღე, თუ მინდა ქვეყნის შიგნით გამოვიყენებ, თუ მინდა ქვეყნის გარეთ" ამბობს ხინჩეგაშვილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მრჩეველს. კითხვაზე რაში სჭირდება მესამე მრჩეველი, ის ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობას კომპეტენტური პირები სჭირდება და ითვალისწინებენ სამინისტროს რეკომენდაციებს.