
6 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას სამხრეთის მიმართულებაზე - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 8 შაჰიდის დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო სარდლობამ რვავე გაანადგურა.
"ოკუპანტებმა გამოიყენეს რვა შაჰედ-136/131 თავდასხმის დრონი. ყველა მათგანი გაანადგურეს აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის ძალებმა და საშუალებებმა", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
მედია აქვეყნებს ვიდეოსაც, რომელიც 6 მაისის დილით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივოი როგში ერთ-ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებას ასახავს.
იხილეთ ასევე: