
თურქული მედია წერს რომ, თურქმა სამართალდამცველებმა ტერორისტულ ორგანიზაცია "დაეშთან" სავარაუდო კავშირის გამო, თურქეთის 23 პროვინციაში 74 პირი დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია იარაღი, ვაზნები და ორგანიზაციული დოკუმენტები. სტატიაში ნათქვამია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები და მასთან დაქვემდებარებული სტრუქტურები მოქმედებდნენ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
თურქული მედიის ცნობითვე, ორგანიზაცია პროპაგანდას ეწეოდა თურქეთში ბაზის მოსაპოვებლად, შემდეგ კი ჩამოაყალიბა ჯიჰადისტური ჯგუფი, რომელმაც მომზადება საქართველოში გაიარა.
დამატებითი ინფორმაცია საქართველოზე მითითებული არა არის.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე უარყო და განაცხადა, რომ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს.