მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის პარალელურად, მონარქიის მოწინააღმდეგე მომიტინგეები და მათი ხელმძღვანელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიის პარალელურად, ანტი-მონარქიული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

საერთაშორისო მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები მონარქიის მოწინააღმდეგე მომიტინგეების დაკავების შესახებ. გამოცემა Time-ის ცნობით, დაკავებულებს შორისაა გაერთიანებული სამეფოს წამყვანი ანტი-მონარქიული მოძრაობის ხელმძღვანელი, გრეჰემ სმიტი. გამოცემის ცნობით, ის ორგანიზებას უწევდა ათასობით თანამემამულეს, რათა გაეპროტესტებინათ მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია. ანტი-მონარქიული კამპანიის ჯგუფის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ დაკავების ფოტოებზე, სმიტი ჩანს პოლიციელებით გარშემორტყმული. ვიდეოში ისმის ერთ-ერთი ოფიცრის ხმა, რომელიც ამბობს: "ისინი დაკავებულები არიან - მორჩა". დაკავების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

The Guardian-ის ცნობით, ჯამში დაკავებულია ანტი-მონარქიული პროტესტის ექვსი ორგანიზატორი.

Time წერს, რომ პოლიციამ, რომელმაც 11 500 ოფიცერი გაგზავნა კორონაციისთვის, მოგვიანებით გამოაქვეყნა "ტვიტერზე" ცნობა, რომ  "არაერთი დაპატიმრების" შემთხვევა იყო. მათი ცნობით დაკავების საფუძველი გახდა ეჭვი, რომ "ისინი, სავარაუდოდ, მშვიდობის დარღვევას აპირებდნენ". 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი