
ბრალდებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ცხელების კლინიკაში ტემპერატურის მომატების გამო გადაიყვანეს.
"ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს. დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ესკორტის ის სამი ოფიცერი, რომლებსაც დაკავებულთან შეხება ჰქონდათ, ოჯახის წევრებთან ერთად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ხოლო ის ოფიცრები, რომელაბიც ბრალდებულთან ამჟამად იმყოფებიან, დაკავებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, გაივლიან ტესტირებას და გადავლენ 21 დღიან თვითიზოლაციაში.
"ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია"- ამბობენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ მიმღებ კლინიკაში გადაყვანის საკითხი
დ.წ. 2020 წლის 28 ივლისს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.