გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

კახაბერ კამლაძის სასამართლო, სადაც მის აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ დღეს, საღამოს 9-ის ნახევარზე ჩაინიშნა. ცნობილია, რომ პროკურატურა დაკავებულისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია რა შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარე. 

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ოფიციალურად ბრალდება დღეს წარუდგინა. კამლაძეს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისთვის წარედგინა.

თავდაპირველად გამოძიება მის  წინააღმდეგ იარაღის უკანონო ტარებით და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ეს ბრალი მოეხსნა და ორივე მუხლი და 114-ე მუხლით შეიცვალა.

კამლაძე ბარლს არ აღიარებს და ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო პროცესზე გეგმავს დუმილის დარღვევას.

გოგებაშვილის ქუჩაზედ მკვლელობა 4 მაისს მოხდა. მოკლულია ბიზნესმენი საბა გახოკია. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესროლა გახოკიამ  ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს და ის ფეხში დაჭრა. ამის შემდეგ გახოკიას ცეცხლი მარგველაშვილის დაცვამ  კახაბერ კამლაძემ გაუხსნა, გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. გიჩო მარველაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მედიკოსების ცნობით,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი