უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ითხოვს - ბრეგაძის უწყება დუმს

გამოქვეყნდა:

შეახვედრებენ თუ არა უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილს? მოთხოვნა უკვე გაგზავნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ პასუხი აგვიანებს. შესაბამისად ძნელია იმის თქმა, შეუშვებენ თუ არა დმიტრო ლუბინეცს კლინიკა ,,ვივა მედში''. 

აქამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებაზე უარის უთხრეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, ასევე პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟეტა გოშევსკას და სულ რამდენიმე დღის წინ უარით გაისტუმრეს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის თომას ჰაკერი. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ პატიმრების მონახულების უფლება - ასეთ იყო ოფიციალური განმარტება. ვიდრე დმიტრო ლუბინეცს მისივე ქვეყნის მოქალაქის მონახულების ნებართვას მისცემენ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით სახალხო დამცველის აპარატის ოფისში სააკაშვილის დედის, ქართველი და უკრაინელი დეპუტატების მონაწილეობით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ შეიმუშაონ სპეციალური მექანიზმი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად. უკრაინული მხარე ასევე მზად არის შექმნას კოალიცია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით გამართული შეხვედრის დეტალებზე "შაბათის მთავარის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თემას ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე აყენებენ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას - გიული ალასანიას ინფორმაციით, ვითარება უცვლელია და მიხეილ სააკაშვილს მუდმივად აღენიშნება ტემპერატურა, წნევა, სახსრების ტკივილი და ისევ უჭირს საკვების მიღება.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი