სამი მაღალჩინოსნის საიდუმლო ფაილები - ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. ბაჩალიაშვილების ოჯახი შსს-ში მივიდა და იმ სამი მაღალჩინოსნის დადგენას ითხოვეს, ვის საიდუმლო ფაილებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია.

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს. ამ კაცმა თქვა რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის სააქმეები უნდა იყოს გამოძიებული და რას მეტყვის უშუალოდ მისგან მინდა გავიგო...უნდა დაასახელონ ის მაღალჩინოსნები...ალბათ დარბიან და კერავენ უკვე საქმეს" ამბობს თეონა თამაზაშვილი.

საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც,„შაბათის ფორმულაში“ გაშუქდა. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას საიდუმლო ფაილები გახსნა, რომლებიც სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატებს მოიცავს.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი კი გამოძიების მხრიდან, საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს და ამბობს, ამბობს, რომ ის შუამდგომლობა, რომლითაც მან შსს-ს სამი დღის წინ მიმართა ჯერ კიდევ არ განუხილავთ. საუბარია კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნაზე 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი