ქართულ საზოგადოებაში წონას არ წარმოადგენს, მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც საომარ მდგომარეობაშია - მაჭარაშვილი არახამიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატი და "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი "მთავარ არხთან" უკრაინის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას ინტერვიუს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის აზრით, არახამიას განცხადებები საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა და მან იმ ქვეყანას უნდა მიხედოს, რომელიც " საომარ მდგომარეობაშია".

"არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, პასუხი იქნება ის, რომ მან უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც სამწუხაროდ არის საომარ მდგომარეობაში.

როდესაც მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი პოულობს დროს ასეთი საკითხებისთვის, რომ სხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და ა.შ. მაშინ, როცა სამწუხაროდ, საკუთარ ქვეყანაში აქვს ასეთი მასშტაბური ომი, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი მოსაზრებები და მან სხვათა შორის აღიარა კიდეც ამ ინტერვიუში, რომ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ამერიკელებმა არ მირჩიესო", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი