
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი შარლს მიშელი უხელმძღვანელებს.
როგორც ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა POLITICO-ს განუცხადეს, შეხვედრები 13 და 14 მაისს გაიმართება. გამოცემის ცნობით, შეხვედრების ფორმალური დღის წესრიგი ჯერ კიდევ არ არის შედგენილი.
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს გასულ კვირასაც შეხვდნენ. მაშინ შეხვედრებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ანტონი ბლინკენი შუამავლობდა.
შეხვედრებამდე კი სიტუაციის ნორმალიზების აუცილებლობაზე სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა. როგორც მან თქვა, სომხეთი მზად არის სრულიად აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, თუ იმავეს გააკეთებს აზერბაიჯანი.