გოგებაშვილზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული კამლაძის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრა

გამოქვეყნდა:

თბილისში, გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში კახა კამლაძისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულს  სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ევალებოდა პირის დაცვა. ამიტომ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა აბსურდია. იმ შემთხვევაში, თუ საქმე არსებით განხილვამდე მივა, დაცვის მხარე აპირებს ბრალდებულთან შეთანხმებით მოითხოვოს პროცესში ნაფიცმსაჯულების ჩართვა.

კახა კამლაძეს ბრალი თავდაპირველადვე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს, თუმცა მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ახლა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადამეტებას ედავებიან.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას მივმართეთ საჩივრით აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ალტერნატივის სახით დავაყენეთ გირაო. ბრალდებამ შეცვალა კვალიფიკაცია და გადაიყვანეს 114-ე მუხლზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ ვეთანხმებით 114-ე მუხლსაც, ვინაიდან კახა კამლაძე ამ შემთხვევაში წამებში განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მისი პირდაპირი ვალდებულება იყო დაეცვა ის პიროვნება", - ამბობს ხათუნა ხურცილავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი