
სერბეთში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს ათიათასობით მოქალაქე შეუერთდა. აქცია გასულ კვირას დედაქალაქ ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შემდეგ გაიმართა.
მომიტინგეები ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადადგომას მოითხოვდნენ, მათ ასევე სურთ დახურონ ის გაზეთები და ტელევიზიები, რომლებიც მათი თქმით, ძალადობას უწყობენ ხელს.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვიჩიჩმა პროტესტი დაგმო და ოპოზიციაა ტრაგედიის საკუთარი ინტერესების გამოყენებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ის მზადაა თავისი პარტიის რეიტინგი ვადამდელ კენჭისყრაზე გამოცადოს.
გასულ კვირას სერბეთში ორი მასობრივი სროლა მოხდა - 3 მაისს ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის 8 ბავშვი და ერთი დაცვის თანამშრომელი. აქედან რამდენიმე დღეში, 5 მაისს სერბეთის რამდენიმე სოფელში კიდევ ერთი მასობრივი სროლა მოხდა. 21 წლის კაცმა 8 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა. სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ ქვეყნის განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა.