ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე შეიკრიბებიან - ღარიბაშვილი PES-თან თანამშრომლობაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მათ იმაზე ადრე გააკეთონ დასკვნები ევროპელი სოციალისტების პარტიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ვიდრე თავად PES შეიკრიბება.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუ მისი განცხადებებისა და კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა ვინმეს არ სურს, მათი გადასაწყვეტია.

"ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა, პოლიტსაბჭოს ფორმატში, პარტიის შიგნით უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ესე იგი, ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ძალიან ბევრი პრეზიდენტი, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, მიუღებელია ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში, მიუღებელია აღვირახსნილი აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას, თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა უნგრეთის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე. როგორც მათ განაცხადეს, ისინი მომდევნო სხდომაზე "ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი