ევროპელი სოციალისტების პარტია მომდევნო სხდომაზე "ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა" დაგმო საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა.

PES მომდევნო სხდომაზე ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავს.

"ევროპელი სოციალისტების პარტია გმობს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში. ეს კონფერენცია, რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრა-მემარჯვენე ძალებს მთელი მსოფლიოდან, ტარდება უნგრეთის უაღრესად პოპულისტი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით. ღარიბაშვილი აქტიურად რეკლამირებდა კონსერვატორთა ფორუმს და თავის გამოსვლაში ორბანს ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა.  ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა დგას ოცნების სტატუსის გადახედვა უკვე გადაწყვეტილია პრეზიდიუმის მომდევნო სხდომაზე ივნისში. ცხადია, ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ ეს აუცილებელი ნაბიჯია", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი