
„ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება „რუსული ოცნება“, რადგან ეშინიათ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომელიც სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე" - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას უპასუხა:
"ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიყვანოთ ორი ფაქტი რისი მოწმეებიც პრაქტიკულად ყველა ვართ მთელი ქვეყანა. პირველი - ჩამოვიდნენ გერმანელი გამომძიებლები ,სადაც მივიდნენ რომელ ორგანიზაციასთანაც დაიწყეს თანამშრომლობა ეს იყო „ანტიკორუფციული მოძრაობა“ და როგორც კი პირველივე იდენტიფიცირებულ ქოლ-ცენტრის სავარაუდო ლოკაციაზე მივიდნენ, ყველაფერი დახვდათ ალაგებული, გაწმენდილი იმიტომ, რომ შეატყობინეს, სამწუხაროდ, დაუშვეს ეს შეცდომა და შეატყობინეს ქართველ სამართალდამცავებს,რომ ამა და ამ ლოკაციებზე აპირებდნენ მისვლას. ყველაფერი დახვდათ ალაგებული, არანაირი ქოლ-ცენტრი არ იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია ვივარაუდოთ თუ ვინ (კრიშავს),ვინ მფარველობს ამ ქოლ-ცენტრებს.
მეორე - ამის გაგრძელებაა ის, რომ პარლამენტში მთელი ოპოზიცია ყველა ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფრაქციას წარმოადგენს, ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. ვინ ეწინააღმდეგება ასეთ საგამოძიებო კომისიის შექმნას ? „რუსული ოცნება“ კობახიძე, ღარიბაშვილის მარიონეტები პარლამენტში. ისინი არ ქმნიან, არ აჭერენ ღილაკს თითის იმიტომ, რომ ეშინიათ ასეთი დამოუკიდებელი, მეტ- ნაკლებად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომელიც სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე". - განაცხადა ცისკარიშვილმა