
"კანადას ჩინეთი ვერ შეაშინებს" - ასე ეხმაურება კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ჩინეთის მიერ კანადელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.
"ჩვენ გვესმის, რომ ეს არის შურისძიება, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა კანადა დაცული იყოს უცხოური ჩარევისგან", - განაცხადა ტრუდომ.
შეგახსენებთ, კანადამ ჩინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. კანადის "არაგონივრული ქმედებების" საპასუხოდ კი, ჩინეთმა კანადელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ასევე: