ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა. საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელეს.

სასამართლომ ასევე დაავალა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სარჩელის მოგვარების ფარგლებში ჯინ კეროლისთვის 2 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა.

"მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ დონალდ ტრამპმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა ე.ჯინ კეროლს 1996 წლის გაზაფხულზე", - წერს CNN.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ჟურნალისტი აცხადებდა, რომ 30 წლის წინ ტრამპმა გააუპატიურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი