არახამიას საქართველოს მხოლოდ რუკაზე იცნობს, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს მხოლოდ რუკაზე იცნობს და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. 

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ უკრაინაში ამხელა თანამდებობის პირი პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში.

"არახამიას საქართველოს რომ მხოლოდ რუკაზე იცნობს და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, ეს ყველამ იცის, მაგრამ მას აქვს დავალებები თავისი პატრონების მხრიდან და იმას ლაპარაკობს რასაც ეუბნებიან. თვითონაც აღიარა, ხომ ხედავთ, მინდოდა საქართველოში წასვლა, მაგრამ ამერიკელებმა მითხრეს რომ არ წახვიდეო. პირდაპირ ამბობს ადამიანი, რასაც ამერიკელები მეტყვიან, იმას გავაკეთებ, მაგრამ ის, რომ თანამდებობის პირი, უკრაინაში ამხელა თანამდებობის პირი პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ეს არის დაუშვებელი", - თქვა მაჭარაშვილმა.

იხილეთ არახამიას განცხადება: 

მანამდე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ სანქციების ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 6 წევრი მოხვდა. მისი განცხადებით, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. უკრაინის მაღალჩინოსანმა, ასევე თქვა, რომ თუ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის დანიშვნას სთხოვს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი