დავეხმარები საქართველოს უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში - არახამია ევროინტეგრაციაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია კიევში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტზე და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ევროკომისიისგან  მიღებულ საშინაო დავალებებზე წერს.

არახამია ამბობს, რომ უკრაინაში იღებენ ბევრ კანონს, იშორებენ ოლიგარქების გავლენას და აუმჯობესებენ სასამართლო სისტემას, შედეგად კი ყველა ევროპელი დიპლომატი, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს.

არახამიას თქმით, ასეთი პროგრესი საქართველოსაც სჭირდება.

"საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან.

მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! - წერია პოსტში.

მანამდე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ სანქციების ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 6 წევრი მოხვდა. მისი განცხადებით, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. უკრაინის მაღალჩინოსანმა, ასევე თქვა, რომ თუ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის დანიშვნას სთხოვს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი