"პრეზიდენტმა ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას დაუკავშირა... სრული აბსურდია" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტმა ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას დაუკავშირა... სრული აბსურდია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის მიერ პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ეს არის ერთგვარი სანქცია და გარდა ამისა, თქვენ დაინახეთ, რომ პრეზიდენტი იყო ჩართული აქტიურად მანამდეც იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის - გახსოვთ მისი გამოსვლა განსაკუთრებით პარლამენტის კედლებში. პრაქტიკულად, მან გააგრძელა ეს კამპანია. მან უკვე დაუკავშირა ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას, რაც არის სრული აბსურდი. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის, - ამბობს კობახიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი