გავრილოვთან ღვინით დგომა, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ პასუხობს "მთავარი არხის" კითხვას აპირებს თუ არა ისევ 2019 წლის მსგავსად დახვდეს რუსეთის დუმის დეპუტატ, სერგეი ლავროვს. გავრილოვმა გუშინ თქვა, რომ საქართველოში პირადად აპირებს ჩამოსვლას.

კობახიძე ამბობს, რომ ღვინის ჭიქით ხელში გავრილოვის გვერდი დგომა "ადათ-წესების ამბავი" იყო.

"გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ გავრილოვი არის თქვენი ტელევიზიების ფავორიტი რესპონდენტი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც დუმის დეპუტატი იყო. 19 ივნისს მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ 20 ივნისს აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 

ფრენების აკრძალვა სწორედ გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი