IRI-ზე აღმაშფოთებელი ტყუილები ვრცელდება, "ოცნება" მათგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პარტია - დეგნანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ქართული ოცნების" მხირდან "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი პარტია ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ამ ორგანიზაციისგან. 

დეგნანის განცხადებით, ჩნდება შეკითხვები, რატომ ცდილობს მმართველი პარტია ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ეჭვქვეშ დაყენებასა და იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც უბრალოდ სწავლობენ, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები.

"პირველ რიგში მინდა შევეხო იმ აღმაშფოთებელ ტყუილებს, რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შესახებ საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედიების მიერ. უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც IRI მხარს უჭერს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნება" ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ამ ორგანიზაციისგან და ისიც უნდა ითქვას, რომ "ქართული ოცნების" ბევრ წარმომადგენელს IRI-ის პროგრამები აქვს გავლილი და დიდი სარგებელიც აქვს მიღებული იმ აქტივობებიდან, რომლებსაც IRI აქ ახორციელებდა.

ამიტომ, ჩნდება შეკითხვები, რატომ ცდილობს მმართველი პარტია ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ეჭვქვეშ დაყენებასა და იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც უბრალოდ სწავლობენ, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები. IRI-ის გამოკითხვების შედეგი შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მმართველი პარტიისთვის, მაგრამ ეს მთავრობას აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როგორი განწყობებია საზოგადოებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მიეცეს ასეთ ორგანიზაციებს, რომ გააგრძელონ მუშაობა საქართველოში. ის ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, ცდილობენ, რომ წვლილი შეიტანონ ამ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ, აშშ მხარს უჭერს IRI-ს და NDI-ის და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას" - თქვა დეგნანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ IRI აფინანსებს ისეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი