
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ორდღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ყოფილი პრემიერმინისტრის იმრან ხანის დაპატიმრება უკანონოდ გამოაცხადა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება ბრძანა.
იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ის პაკისტანის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი გასამხედროებულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, სასამართლოს შენობაში შესვლის შემდეგ დააკავეს.
მისმა დაპატიმრებამ ქვეყანაში ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია.