Reuters: კრემლი ამბობს, რომ პუტინმა და ერდოღანმა შესაძლოა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგძლივებაზე ისაუბრონ

გამოქვეყნდა:

კრემლი ამბობს, რომ, შესაძლოა, პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე ისაუბროს, თუ ამის საჭიროება იქნება. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.

მანამდე რუსეთმა თქვა, რომ 18 მაისს არ აპირებს შეთანხმება გაახანგძლივოს, თუ მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება, რათა მოიხსნას დაბრკოლებები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ფიქრობს, შეთანხმება, რომელიც უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულისა და სასუქების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, შეიძლება მინიმუმ ორი თვით გაგრძელდეს.

ცნობისთვის, შავი ზღვის საექსპორტო შეთანხმება, 2022 წლის ივლისში, გაეროსა და თურქეთის შუამოვლობით შემუშავდა. შეთანხმება მიზნად ისახავს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო შექმნილი გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევას.

შავი ზღვის საექსპორტო შეთანხმებას სტამბოლში შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი აღასრულებს, რომელშიც წარმოდგენილები არიან რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი