"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

გამოქვეყნდა:

"ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - რამდენიმე წუთის წინ, პარტიამ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. 

მათი კადიდატების სია ასეთია:

  • ელენე ხოშტარია - ვაკის მაჟორიტარული ოლქი
  • შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი
  • გიგი წერეთელი - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი
  • ტარიელ ნაკაიძე - ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი
  • ირმა ნადირაშვილი - რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი
  • ოთარ კახიძე - ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
  • სერგო რატიანი - საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
  • გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი
  • ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი
  • აჰმედ იმამკულიევი - მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი
  • არსენ კარაპეტიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი
  • ლელა ქებურია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი
  • აკაკი ბობოხიძე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქი
  • გიგა ბოკერია - ფოთი, ხობის და სენაკის მაჟორიტარული ოლქი
  • გიგი უგულავა - ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი

აჭარის ავტონომიურ ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარები იქნებიან:

  • ვახტანგ კალოიანი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • თემურ კახიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში: ქედა, შუახევი, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი

ვიდრე "ევროპული საქართველო" საკუთარ კანდიდატებს დაასახელებდა, ოპოზიციაში, კანდიდატების რეგიონებში წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო ვერსია, რომ თბილისის მსგავსად, ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს დაასახელებდა.

შეთანხმების შემთხვევაში, "ევროპულ საქართველოს" საკუთარი კანდიდატების წარდგენა ოთხ ოლქში - ზემო აჭარაში, მარტვილში ან ფოთში, თერჯოლა/ზესტაფონსა და ხონში სურდა, დანარჩენ ოლქებში კი მხარს ოპოზიციის საერთო კანდიდატს დაუჭერდნენ.

თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა, 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა. გადაწყვეტილებას კი, პარტიაში, ენმ-ს ამომრჩევლის მოლოდინებითა და ძლიერი კანდიდატებით ხსნიდნენ. 

ამის შემდეგ, უკვე 27 ივლისს, გიგი უგულავამ, შეთანხმებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა. "გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთანხმდეთ რეგიონებში საერთო, ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე". 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გადაწყვიტეს და ეს საჯაროდაც გამოაცხადეს ანა დოლიძემ - დიდუბის ოლქში, თაკო ჩარკვიანმა კი საბურთალოზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი