წერილობითაც მივმართეთ ქალბატონ გიული ალასანიას, ტელეფონითაც ვესაუბრეთ, მაგრამ არ წარმოუდგენიათ შესაბამისი განცხადება - ბრეგაძე უცხოელი ექიმების ჩართვაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ტყუილია განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ვინმეს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის ოჯახსა და დაცვის მხარეს შესაბამისი დოკუმენტაციით, ამ დრომდე არ მიუმართავს მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვაზე:

"მრავალი თვეა ვეუბნებით რომ წარმოადგინონ, წერილობითაც მივმართეთ ქალბატონ გიული ალასანიას, ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონითაც ესაუბრა, მაგრამ მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ფორმით განცხადება და ჩვენ ვთქვით რომ როდესაც წარმოადგენენ, ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში განვიხილავთ ამ განცხადებას, ანუ მათ არ მოუთხოვიათ შესაბამისი ფორმით, შესაბამისად, ნებისმიერ საკითხი და ნებისმიერი სიტყვა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, არის წმინდა წყლის ტყუილი." თქვა ბრეგაძემ

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ასევე, საქართველოს სახელმწიფოს არ დაევალა მისი რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის შიგნით. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი