
12 მაისის საღამოს ოკუპირებულ ლუგანსკში ძლიერი აფეთქებები იყო. რუსული მედიის ცნობით, მოხდა ორი აფეთქება.
TASS საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ, დაზიანდა საწარმო.
ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ძლიერი კვამლი ჩანს ქალაქის ერთ-ერთ უბანში.
რეგიონის საოკუპაციო "ხელმძღვანელების" მტკიცებით, ავიადარტყმები, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ლუგანსკის რადიოელექტრონულ ქარხანასა და ნავთობის საცავზე.
ისინი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მომხდარს უკრაინის მიერ მიღებულ Storm Shadow-ს საკრუიზო რაკეტებს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტები გადასცა.