დიდი ბრიტანეთი ადასტურებს, რომ უკრაინას Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტები გადასცა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას აწვდის შორი დისტანციის რაკეტებს, რომელიც მან მოითხოვა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

განცხადება თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა გააკეთა. მან თქვა, რომ რაკეტები "უკრაინას საშუალებას მისცემს უკან დაახევინოს რუსულ ძალებს, რომლებიც განლაგებულია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე".

"ჩვენ ერთად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი ქალაქები რუსული ბომბებისა და ირანული თვითმფრინავებისგან. ამიტომ, გაერთიანებული სამეფო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას უფრო შორი მოქმედების იარაღს გადასცემს", - თქვა უოლასმა.

მანამდე CNN-მა წყარო დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთმა კონტრშეტევის წინ უკრაინას გადასცა შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი