"უკრაინის დარტყმის შედეგად, ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი დაშავდა" - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, "უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი, ვიქტორ ვოდოლაცკი დაშავდა". 

დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ლუგანსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ბავშვი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოდოლაცკი“, - ნათქვამია რუსული მედიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 12 მაისის საღამოს ოკუპირებულ ლუგანსკში ძლიერი აფეთქებები იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი