მხოლოდ ბახმუტში, უკრაინას დღეში 1 000-მდე საარტილერიო ჭურვი სჭირდება, EU-მ უნდა დააჩქაროს საბრძოლო მასალის მიწოდება - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება.

როგორც მან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხოლოდ ბახმუტის რეგიონში უკრაინის ჯარს ყოველდღიურად 1 000 საარტილერიო ჭურვი სჭირდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მხარდაჭერა. ბახმუტის რაიონში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინას დღეში დაახლოებით 1 000 საარტილერიო  ჭურვი სჭირდება", - თქვა ბორელმა

კითხვაზე:  თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დააჩქაროს უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება, ბორელმა თქვა, რომ წევრ ქვეყნებს მოუწევთ მიმართონ საკუთარ მარაგებს და გადალახონ ლოჯისტიკური გამოწვევები.

"დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება [დახმარება უკრაინისთვის], რადგან გვაქვს ფინანსური რესურსი. ეს არ არის დაფინანსების საკითხი, ეს არის ლოჯისტიკის საკითხი, მაგრამ თქვენ იცით, ომი არის ლოჯისტიკა. დღეს, თუ ჩვენ უკრაინას არ მივაწოდებთ საბრძოლო მასალას, უკრაინა თავის დაცვას ვერ შეძლებს" -  თქვა მან 

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას განსაკუთრებით ესაჭიროება შორი დისტანციის საბრძოლო მასალები

იხილეთ ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი