
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთი შეტევით მოქმედებებს აგრძელებს, ხოლო უკრაინა პოზიციების დაცვასთან ერთად შეტევით მოქმედებებს ახორციელებს.
საღამოს გავრცელებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში გენშტაბი აღნიშნავს, რომ ქალაქ ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება. გენშტაბის თქმით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.
გენშტაბის ცნობითვე, 13 მაისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ირანული შაჰიდის დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა. გენშტაბი წერს, რომ 22 დრონიდან უკრაინამ 18 გაანადგურა.
ამავე თემაზე:
უკრაინის ჯარი ბახმუტის გარეუბანში ეტაპობრივად მიიწევს წინ, ბევრი ტყვე აიყვანეს - ანა მალიარი