
გერმანული გამოცემა Bild უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიიის თავდაცვის სამინისტროში მისვლის ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტო ღამით, ბერლინის ბენდერ-ბლოკის რაოინშია გადაღებული, სადაც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაა განთავსებული. ზელენსკი სამინისტროში ბერლინ-ბრანდერბურგის (BER) აეროპორტიდან ვერტმფრენით მიფრინდა.
ბერლინის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პრეზიდენტის ავიალაინერს რომიდან ბერლინამდე გამანადგურებელები მიაცილებდნენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია გერმანიაში. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკის შეხვედრები მის გერმანელ კოლეგა, ვალტერ შტაინმაიერთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ექნება.
დღის მეორე ნახევარში ზელენსკი გერმანიის სამთავრობო ავიალაინერით, რომელსაც გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები გააცილებენ, აახენში გაემგზავრება, სადაც მას კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს გერმანიამ უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყო.