მედია: ლუკაშენკო ბელარუსის სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის დღეს არ გამოცხადდა, სიტყვა მის ნაცვლად პრემიერმა წარმოთქვა

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის პატივსაცემად, რომელიც 14 მაისს მინსკში სახელმწიფო დროშის მოედანზე იმართება, არ გამოცხადდა.

ლუკაშენკოს სიტყვა მის ნაცვლად პრემიერმინისტრმა რომან გოლოვჩენკომ წარმოთქვა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 13 მაისს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტოკოლონა დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე "რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის" წინ შენიშნეს.

ცნობისთვის, ლუკაშენკო 9 მაისის ღონისძიებისთვის მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მან პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო აღლუმზე შეუძლოდ გახდა.

გარდა ამისა, მინსკში ლუკაშენკოს გამარჯვების დღეს ტრადიციული სიტყვით გამოსვლა არ ჰქონია. როგორც მედია წერდა, ლუკაშენკომ გამოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

ოფიციალურ მინსკს გავრცელებულ ცნობებზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი