თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია - თურქეთის მოსახლეობა არჩევანს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის აკეთებს. ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა და სინან ოგანი.
წინასწარი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ერდორანსა და ქილიჩ დაროღლუ შორის მცირე სხვაობაა.
სააარჩევნო უბანს უკვე სტუმრობდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთეს ერდოღანმა და ქილიჩდაროღლუმ. დღეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა თურქეთის 64 მილიონზე მეტ მოქალაქეს ექნება.
"ვლოცულობ, რომ საღამოს ხმების დათვლის შემდეგ უკეთესი მომავალი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის და თურქეთის დემოკრატიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს 17:00 საათამდე. საღამოს ყოველგვარი წუხილის გარეშე, თურქული დემოკრატიის სიძლიერის დემონსტრირებას ვიხილავთ", - ამბობს ერდოღანი.
ყველა თანამემულეს მადლობას ვუხდი, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა და ხმა მისცა, მათაც მადლობას ვუხდი. ყველას დემოკრატია მოგვენატრა, ყველას ერთიანობა მოგვენატრა, ყველას ჩახუტება მომენატრა. ამის მერე ნახავთ ამ ქვეყანაში გაზაფხული მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად და მყარად იყავით, - ამბობს ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 5 საათამდე გაგრძელდება. თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ახლა მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების აკვირდება, ვინაიდან შესაძლოა დაასრულოს თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა.
იხილეთ ასევე: