
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენით ბევრ მილიონს იშოვის როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, თბილისი-მოსკოვის რეისი პუტინს, მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება და არა ხალხზე ზრუნვის გამო.
"ეს ფრენები. ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერორისტული ზრახვებისთვის, ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, ბევრ მილიონს იშოვის სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. საბოლოოდ, ჯამში რუსული პარტია საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში.ეს არის ის ფრენები, რომელიც სახელმწიფოს ღალატს უტოლდება, საუბარია შავი ფულის ქეშის ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე" - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.