2019 წელს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით 25-მა დეპუტატმა გააცდინა, კომიტეტის 22-მა

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ და კანონშემოქმედებით საქმიანობას აფასებს. კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშვალდებულების ნაწილში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხდომების გაცდენის მაჩვენებლი 2019 წელს შემცირებულია, ჯამში 2019 წელს საპატიო მიზეზით სხდომა დეპუტატებმა 1 200-ჯერ გააცდინეს. რაც შეეხება არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენას, ყველაზე მეტჯერ ის "ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა გააცდინა, ესენია:

  • დიმიტრი სამხარაძე - უმრავლესობა;
  • რუსლან გაჯიევი - უმრავლესობა;
  • ივლიანე წულაია - უმრავლესობა.

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10% დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში - წერია ანგარიშში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში მოხვდა 21 დეპუტატი, რომელთაც  2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლიათ. აღნიშნული 21 დეპუტატიდან 18 "ქართული ოცნების" წევრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი