თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

გამოქვეყნდა:

წინასწარი შედეგებით, თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ყველა წინასწარი მონაცემის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს.

მეორე ტურში კი, ჩანიშვნის შემთხვევაში, ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.

თურქეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს მონაცემებით, დათვლილია ამომრჩეველთა 93.02%, აქედან ერდოღანს 49.67% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი 44.59%.

ამის პარალელურად, დამოუკიდებელი სააგენტო Anka, რომელიც უფრო პრო-ოპოზიციურად მიიჩნევა, წერს, რომ ხმების 95.04%-ის დათვლის შედეგად, ერდოღანს 49%, ქილიჩდაროღლუს კი 45.2% აქვს.

ხმის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ჩანიშვნის შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს გაიმართება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი