
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, არჩევნების შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს.
"მაშინ, როცა არჩევნები პოზიტიურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს", - დაწერა ერდოღანმა.
მანამდე ერდოღანის კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ დაწერა, რომ არჩევნებში ერდოღანზე უკეთესი შედეგები აქვს.
ცნობისთვის, ყველა წინასწარი მონაცემით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების ვერცერთი კანდიდატი 50%-ს ვერ აგროვებს. რაც იმას ნიშნავს,რ რომ თურქეთში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.