სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიებით და ბორტებით - აეროპორტების გაერთიანება

გამოქვეყნდა:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში.

"გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე:

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეიდან, 15 მაისიდან, ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი