ხვალ გავასაჯაროებთ კონკრეტულ სახელებს, საზოგადოება დაინახავს, ვინ იდგა იმიტირებული ქოლ-ცენტრების უკან - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტში ხვალინდელს სხდომაზე ის გაასაჯაროებს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ ვინ იდგა "იმიტირებული ქოლ-ცენტრების" უკან.

საქმე ეხება 5 მაისს აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე ჩატარებულ სპეცოპერაციას. ვაშაძის თქმით, ხვალინდელ სხდომაზე ის დაასახელებს სახელებს და გვარებს, თუ ვინ იდგა რეალურად ამ საქმის უკან.

გარდა ამისა, ხვალინდელ სხდომაზე კენჭისყრაზე ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება. ვაშაძემ საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

"მიმდინარე კვირაში პარლამენტში უნდა გამოვიდეს ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე. თუ ქართული ოცნება კვლავ მოახდენს ამ კენჭისყრის საბოტაჟს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარება, რომ ქოლ-ცენტრების მიღმა თვითონ დგანან. ოპოზიციას მოვუწოდებ, გვქონდეს სრული მობილიზება, ეს არის პარტია საქართველოს მიერ ინიცირებული კომისია, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავჭერთ, რადგან საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე, თუ რამხელა დანაშაულებრივი სქემა აქვს აწყობილი ქართულ ოცნებას, რომლითაც მდიდრდებიან თვითონ და აფინანსებენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიას.

მიუხედავად იმისა შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ჩვენ ხვალ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება რეალურად დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული ქოლ-ცენტების უკან, რომელზეც უნდოდათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება. კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუ ვინ დგას ვინმე მიხეილ არახამიას უკან, ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: 

საქმე გვაქვს იმიტირებულ "ქოლ-ცენტრთან", სპეცოპერაცია სუს-ის დაგეგმილი იყო - ვაშაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი