"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, პარლამენტს აქტიური წევრები ჰყავს და ის დეპუტატები, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლიათ, საპარლამენტო საქმიანობას სხვა ფორმით ახორციელებენ.
არიან ძალიან აქტიური დეპუტატები საქართველოს პარლამენტში, არიან დეპუტატები, რომლებიც შესაძლებელია არ ჩანდნენ სატელევიზიო გამოსვლებში, ასევე უშუალოდ პარლამენტში გამოსვლებში, თუმცა ისინი სხვა მხრივ ახორციელებენ საპარლამენტო უფლებამოსილებას, - თქვა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე 21 დეპუტატს სიტყვის გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. აღნიშნული 21 დეპუტატიდან 18 "ქართული ოცნების" წევრია.
დეპუტატების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.