
ბელარუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა Telegram-არხმა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დღევანდელი ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტო დამოუკიდებელმა ბელარუსულმა სამხედრო მონიტორინგის მედია პლატფორმამ გაანალიზა. როგორც გამოცემამ დაწერა, ფოტოში ლუკაშენკოს ხელი ბინტით აქვს გადახვეული:

ლუკაშენკო დიდი ხანია საჯაროდ არ გამოჩენილა, არსებული ვარაუდით, იგი ავად არის.
ვარაუდი ამის შესახებ თავდაპირველად 9 მაისს გავრცელდა, როდესაც ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი მინსკში ნაჩქარევად დაბრუნდა და საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ტრადიციული სიტყვა აღარ წარმოთქვა.
ბელარუსელი ოპოზიციონერის პაველ ლატუშკოს ვერსიით, ლუკაშენკოს გულის კუნთის დაავადება აქვს.