
ონლაინ მედია "ტაბულას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი 3 თვით თანამდებობას ტოვებს და პარტია "ევროპული საქართველოს" საარჩევნო კამპანიაში ერთვება. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა პოსტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ფოთში, სადაც გიგა ბოკერია მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს, საცხოვრებლად გადავა და ახალგაზრდების მიმართულებას ჩაიბარებს.
ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს: ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები, სანამ კამპანიაა. გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ - გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში - შემეხმიანეთ. ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ, რა ვქნათ! - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსნებეთ, რომ "ევროპულმა საქართველომ" დღეს, 3 აგვისტოს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.